საქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. ორი წლით ადრე სსრკ ხალხთა ზამთრის პირველ სპარტაკიადამდე, რომელიც 1962 წელს იმართებოდა ბაკურიანში, საქართველოში დაიწყეს ყინულის ჰოკეის გუნდის შექმნა. მოსკოვიდან მოიწვიეს მწვრთნელი ვალენტინ ზახაროვი, ხოლო 1961 წლის იანვარში ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატი გაიმართა.2013 წლისთვის საქართველოში რეგისტრირებულ ყინულის ჰოკეის მოთამაშეთა რაოდენობა შეადგენს 266 ადამიანს, მათ შორის 77 მამაკაცსა და 189 ჭაბუკს.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციამ, სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის სპეციალურად უკრაინიდან მოწვეული , საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჰოკეიში დიმიტრი სმეტანინი ჩამოიყვანა რათა დამწყები, ბათუმელი ჰოკეისტებისათვის ესწავლებინა ყინულის ჰოკეის თამაში.

ერთი წელი სმეტანინთან ერთად გადიოდა ჩვენი ნორჩი ჰოკეისტები წვრთნებს ყინულის ჰოკეიში,როგორც კი დიმიტრი სმეტანინმა დაასრულა ჩვენს ცენტრში მუშაობა,ცენტრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოზარდებს ახალი მწვრთნელი დაენიშნათ ანდერს იესპერსენი დანიიდან.

2010-2011 წწ ესბჯერგის (დანია) გუნდი- მწვრთნელი;

2011-2012 წწ ოდენსეს (დანია) გუნდი - მწვრთნელი; ანკარას (თურქეთი) უნივერსიტეტის გუნდი - მწვრთნელი;

2012-2013 წწ ვიკინგარის (ისლანდია) გუნდი - მწვრთნელი; ვირუ სპუტნიკის (ესტონეთი) გუნდი- მწვრთნელი;

2013-2014 წწ ბარსელონას (ესპანეთი) გუნდი - მწვრთნელი; აბუ დაბის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) გუნდი- მწვრთნელი;

2014-2015წწ ბეოგრადის (სერბეთი) გუნდი - მწვრთნელი;

2015-2016 წწ ზეითინბურნუს (თურქეთი) გუნდი - მწვრთნელი;

2016.09 წწ ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი - ჰოკეის მწვრთნელი

მიმდინარე წლის ნოემბერში ცენტრის ჰოკეის კლუბის წევრებს გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა,სპორტული ინვენტარი რათა უკეთ შეძ₾ონ თავიანთი შესაძლებლობისა და მონაცემების განვითარება.

View the embedded image gallery online at:
http://batsyc.com/yinulis-saxli/hokeis-klubi#sigProId5b99bd9b59