IMG 4158

სპორტის მოყვარულები ახლა ნახავთ სიუჟეტს, თუ რა შედეგით დაასრულა აჭარის სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდმა ბუდაპეშტში ასპარეზობა. სპორტსმენები საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდნენ.

მაისში ბათუმში ''ეზოს ფეხბურთის'' საგაზაფხულო ლიგა დაიწყება. ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან 2 ასაკობრივი ჯგუფის 10 გუნდი შეირჩევა. ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე ფეხბურთელებისგან ერთი გუნდი შეიქმნება, რომელსაც უცხოეთში ასპარეზობის პერსპექტივაც ეძლევა.

IMG 4732

დასრულდა დავით ხიტირის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ჩემპიონატი ფარიკაობაში. ტურნირი სამი დღის განმავლობაში ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში იმართებოდა. პირველ ეტაპზე ქვეყნის ახალგაზრდული პირველობა ხმლით და რაპირით ორთაბრძოლებში ჩატარდა.

ტურნირის დასკვნით დღეს კი შეჯიბრება დაშნით ორთაბრძოლებს დაეთმო. ფინალური შეხვედრები გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა. საუკეთესო სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. დავით ხიტირის სახელობის რესპუბლიკური ჩემპიონატის ორგანიზატორები აჭარის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, ბათუმი სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი და აჭარის ფარიკაობის ფედერაციაა.

IMG 4627

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი დავით ხიტირის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატს მასპინძლობს. ფარიკაობაში რესპუბლიკურ პირველობაში 30-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირი გოგონათა და ვაჟთა შორის 3 სახეობაში - ხმლით, რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში ტარდება.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ჩაერთო. გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან. საპრიზო ადგილებზე გასულ მოფარიკავეებს თასები და სიგელები გადაეცემათ. ვეტერანი სპორტსმენის დავით ხიტირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს პირველად გაიმართა. მისი ორგანიზატორი ფარიკაობის ფედერაცია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტია.

IMG 8262

ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი გრძელდება. გუშინ სამი მატჩი გაიმართა. სამტრედიამ ფოთის გუნდს სძლია, ''ქარიშხალა'' კი ქუთაისთან დამარცხდა, რაც შეეხება ბათუმის გუნდს, ბათუმელებმა ''იმედის'' გუნდი დაამარცხეს და ამჟამად გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიციაზე არიან. ჩემპიონატი მოგვიანებით თბილისში გადაინაცვლებს. სავარაუდოდ საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებსაც ბათუმი უმასპინძლებს.

IMG 4167

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის 11 სპორტსმენი საერთაშორისო ფიგურული სრიალის გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატზე მიემგზავრება. გოგონათა ჯგუფი სინქრონულ სრიალში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ამ ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის გოგონათა სინქრონული ჯგუფი დაახლოებით 18 ქვეყნის გუნდს გაუწევს კონკურენციას. "ISU"-ს ჩემპიონატი ბუდაპეშტში ხვალ გაიმართება. სინქრონული სრიალის ჯგუფი საქართველოს პირველად ჰყავს, იგი 5 წლის წინ ბათუმში შეიქმნა. პირველი ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში 2000 წელს ჩატარდა. ნაკრები ჩემპიონატზე მერიის დაფინანსებით მიემგზარება.

ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, ესპანური პროექტის მიხედვით აშენდება. გამარჯვებული კომპანია "Iberproexs Engendering and Project Management". ბათუმში სტადიონი ლეონიძის ქ. #17-ში განთავსდება. პროექტის მიხევით, ობიექტის მიმდებარედ მოეწყობა ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, მაღაზიები.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება; სპორტული ღონისძიების გარდა, აქ კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი. გამარჯვებული კომპანიის პროექტის ღირებულება 579 000 ლარია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს კი პროექტის საწყის ღირებულებად 650 000 ლარი ჰქონდა დასახელებული.

აღნიშნულ კომპანიას 15-მდე სტადიონი აქვს დაპროექტებული, მათ შორის, ერთ-ერთი ბრაზიალიაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ხოლო ამ ეტაპზე მათივე პროექტის მიხედვით სტადიონი ვალენსიაში შენდება.

IMG 4260

პირველად - საქართველო ფიგურული სრიალის გუნდურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქში ხვალ გაიხსნება. საქართველოს, შეჯიბრებაში ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სინქრონული ჯგუფი წარმოადგენს.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია რეგიონებში მსაჯების, სპორტსმენების და მწრთვნელების გადამზადების პროგრამას აგრძელებს. აჭარის რეგიონში მოქმედი კარატეს კლუბის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენიგზე მომავალ მსაჯებს სპორტის ამ სახეობაში შესული ახალი წესების და ქულათა დათვლის ახალი სიტემების შესახებ ესაუბრნენ. დღესვე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტულ შეჯიბრში სულ 6 გუნდი მონაწილეობს. უკვე გაიმართა უმაღლესი ლიგის მეორე ტური ქალთა ფრენბურთში.

ერთმანეთს დღეს ბათუმის, თბილისისა და ბოლნისის გუნდები დაუპირისპირდნენ, ხვალ, ჩემპიონატის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. ფინალური შეხვედრები თბილისში, აპრილში შედგება. პროექტის ორგანიზატორები ფრენბურთის საქართველოს ეროვნული ფედერაცია და აჭარის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი არიან.