1

საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში დღეს დასრულდება. 2 ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს მასშტაბით, 4 რეგიონი და 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ტარდება და ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია დღეს, 20.00 საათზე, ყინულის სასახლეში გაიმართება.

ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენებმა გამწვანების აქციაც მოაწყვეს და ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს. საქართველოს ჩემპიონატი ფიგურალ სრიალში საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის და ბათუმის სპორტული და ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება

საქართველოს დამსახურებული ექიმის, გივი ცივაძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს მინი ფეხბურთში. რეგიონის მასშტაბით, შეჯიბრში 6 სამედიცინო დაწესებულების გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს ერთმანეთს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის სამედიცინო ცენტრი შეხვდა.

მატჩი ჯანდაცვის სამინისტროს გამარჯვებით, ანგარიშით 8:1 დასრულდა. შეჯიბრი 3 ქვეჯგუფადაა დაყოფილი. ფინალური შეხვედრები 1 ივნისს გაიმართება. ტურნირი აჭარის მინი ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება

ამ წუთებში გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, მერის თასის საგაზაფხულო ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები მიმდინარეობს. პირველ შეხვედრაში აღმაშენებლის ადმინისტრაციის გუნდმა ბაგრატიონის ადმინისტრაციის გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ჩემპიონატში პროექტ "ეზოს ფეხბურთის" ფარგლებში, ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩამოყალიბებული სამოყვარულო გუნდები ასპარეზობენ. ჩემპიონატი 2 ასაკობრივ კატეგორიაში 4 ჯგუფად ტარდება და მასში სულ 35 გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია 6 მაისის პარკის შესასვლელთან დაიწყო, ჩემპიონატის მონაწილეები სტადიონამდე მსვლელობით მივიდნენ. ტურნირის გახსნას მერიის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბათუმში "მერის თასის'" საგაზაფხულო ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები მიმდინარეობს. სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტურნირში 35 გუნდის 400-ზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი მონაწილეობს. ჩემპიონატი პროექტ "ეზოს ფეხბურთის" ფარგლებში იმართება.

IMG 5999

''ევროპის კვირეულის'' აღნიშვნა გრძელდება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ეზოში იფნის ნერგები დარგეს. ღონისძიებაში, სტუდენტებთან ერთად, აჭარის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა დეპარამენტის წარმომადგნელები მონაწილეობდენენ.

''ევროპის კვირეულის'' ფარგლებში, დღესვე სპორტული აქტივობებიც გაიმართება, 6 მაისის პარკში კი გარბენი მოეწყობა.

6:1 - ფუტზალში საქართველოს ნაკრებმა აჭარის გუნდი დაამარცხა. ამხანაგური მატჩი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ დარბაზში გაიმართა. ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.

მწვრთნელის განცხადებით, გუნდის დაკომპლექტება მიმდინარეობს და, შესაძლოა, ბათუმელ სპორტსმენებთან ითანამშრომლონ. აჭარის ნაკრები, ძირითადად, სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. ღონისძიება აჭარის რეგიონალური ფუტზალის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

IMG 5912

გამწვანების აქცია ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტში. სპორტსმენებმა და ტრენერებმა ცენტრის ეზოში ნეკერჩხლის, მუხისა და აბელიას ნერგები დარგეს. მარადმწვანე მცენარეები სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გადასცა.

ყინულის ჰოკეის სექცია, შესაძლოა, მალე გუნდად ჩამოყალიბდეს. სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელები სხვადასხვა ტურნირზე ბათუმის სახელით იასპარეზებენ. ამ დროისთვის ახლად გახსნილ ჯგუფში ყველაზე პატარა სპორტსმენი 7 წლისაა. უახლოეს მომავალში მწვრთნელის მოწვევა და სპორტული ინვენტარის შეძენა იგეგმება.

სომხური დიასპორის ინიციატივით, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. ღონისძიება დიასპორისა და საზღვაო აკადემიის საფეხბურთო გუნდებს შორის შეჯიბრებით გაიხსნა. სპორტული და კულტურული აქტივობები მთელი კვირის განმავლობაში იგეგემება. 24 აპრილს სომხურ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდიან.

სპორტის დამსახურებული ოსტატის, ზურაბ მჟავიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ბალახის ჰოკეიში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ბათუმის მინდვის ჰოკეის კლუბის აღსაზრდელებს შორის ჩატარდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თასი და სპეციალური სიგელები გადაეცათ.

ზურაბ მჟავია წლების განმავლობაში რეგიონში ბალახის ჰოკეის სექციას ხელმძღვანელობდა. საბჭოთა პერიოდში მის მიერ გაწრთვნილი ბათუმურმა გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია. სპეციალური დიპლომით სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დღეს თავად ზურაბ მჟავიაც დააჯილდოვა.