11041190 490633204444122 1133407813852792805 n

ამ წუთებში სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ჰაერპნევმატური ნაგებობების გარეცხვა მიმდინარეობს.
ჩვენი ცენტრი ელის როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ვიზიტორებს ყინულის მოედანზე სასრიალოდ.

11701103 489692184538224 2377674639951512313 n

დასრულდა საგაზაფხულო ლიგის ჩემპიონატი ,,ეზოს ფეხბურთი'', რომლის ანალოგი პროექტი საქართველოში არ არის და რომელშიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
პროექტი მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო და დღეს 8-ივლისს, გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. მათ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, თასები და სიგელები.

10676170 384015375135198 8009857271229048335 n

ექსკლუზიური სიახლე ბუდაპეშტიდან,საპრიზო ადგილი და დიდი წარმატება,რომელიც ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სინქრონულმა გუნდმა,პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, ბუდაპეშტის თასზე გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასვლით მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას და ასახელეს ქ.ბათუმი.
მადლობა ქ.ბათუმის მერიას ფინანსური მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის.მადლობა ასევე მწვრთნელ ლიკა ნაკაიძეს,სპორტსმენებს,და სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს.

10494674 473415829499193 7915582997482748557 n

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში. 
მეგობრებთან ერთად თქვენ გეძლევათ საშუალება ისრიალოთ ოლიმპიური სტანდარტის ყინულის მოედანზე.

11698556 484412931732816 7044280332372848567 n

სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ორთაბრძოლები კიკბოქსინგში ,,შავი ზღვის თასი 2015'',სადაც მონაწილეობას საქართველოს რეგიონული კლუბებისა და სპორტული სკოლების გარდა მონაწილეობას იღებდნენ: თურქმენეთის,აზერბაიჯანის,სომხეთის და ყაზახეთის გუნდები.
პროექტის ორგანიზატორი აჭარის კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის ფედერაცია,ხოლო მხარდამჭერი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრია.

d

ამჟამად სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარეობს არსებული ჰაერპნევმატური ნაგებობების გარეცხვა.
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი ელის როგორც უცხოელ ისე ადგილობრივ ვიზიტორებს ცხელი ზაფხულის დღეებში ყინულის მოედანზე სასრიალოდ.
ჩვენთან შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტის ამ გრაციოზული სახეობით,მიიღოთ განტვირთვა, იყოთ ჯანსაღად და ენერგიულად.
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი

STU 0272
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ნორჩი მოციგურავე ანადეა გულბიანი შმიდტი, მწვრთნელთან, ლელა ჩოფიკაშვილთან ერთად გადის სასწავლო საწვრთნო შეკრებას ობსერდორფში,სადაც 25 ქვეყნის 125 მონაწილე იღებს მონაწილეობას მიხეილ ხუტის ხელმძღვანელობით.
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი

კონცერტები ქალაქის სხვადასხვა უბანში, საბავშვო რეპერტუარი, მსვლელობა ქუჩებში... როგორ აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში? პატარების ემოციებზე ნათია ლომაძე ისაუბრებს.

IMG 8307

ხელბურთში ოთარ ფაღავას სახელობის ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი 3 ეტაპად ტარდება და მასში 6 გუნდი მონაწილეობს. ერთმანეთს დღეს ბათუმის "ბათუმი" და ბათუმის "დელფინები" შეხვდნენ. თამაში პირველის გამარჯვებით, ანგარიშით 23:5 დასრულდა. ფინალური შეხვედრები 1 ივნისს გაიმართება. ტურნირი გარდაცვლილი ბათუმელი ხელბურთელის ოთარ ფაღავას მეგობრების ორგანიზებით ტარდება და სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ბათუმში დასრულდა ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. შეჯიბრებაში 40-მდე სპორტსმენი 5 ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მედლებით, თასებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართვეელოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, მასში პირველად მიიღო მონაწილეობა სინქრონულმა დასმა.