დღეს, 30 აგვისტოს , სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მასპინძლობდა ამხანაგურ მატჩს მინი ფეხბურთში შშმ პირების მონაწილეობით. 
ჩვენი ცენტრის ფუტსალის მოედანი ელის, როგორც სამოყვარულო ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტული ღონისძიების თუ აქტივობის ჩასატარებლად.

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი გელით!
новый коллаж

11938704 1047028722003490 2046553474 n

მიმდინარე წლის 3-6 სექტემბერს ქალაქი ბათუმი საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.ტურნირში მონაწილეობს: შოტმაკუფზი ირანი ,ასტარა აზერბაიჯანი,არმანი ,ყაზახეთი,სტარტიმი რუსეთი,ლეს აიგლესი ტუნისი,ტრაბზონი თურქეთი, საზღვაო აკადემია საქართველო და ბათუმის დინამო საქართველო. ტურნირი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით იმართება.

თამაშები ბათუმის ქვიშის მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.

blabla

განახლდა საწვრთნელო პროცესი ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ჰოკეის ჯგუფში ახალ მწვრთნელთან, დიმიტრი სმეტანინთან ერთად, რომელიც სპეციალური მოწვევით სანკტ-პეტერბურგიდან ქართველი ჰოკეისტების , კერძოდ კი ბათუმელი აღსაზრდელებისათვის ჩამოვიდა , რათა ხელი შეუწყოს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
წარმატებები ბატონ დიმიტრის და სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სპორტსმენებს.

2015 წლის 2-7 სექტემბერს ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფეხბურში, ბათუმის თასზე. ტურნირი მიეძღვნება ბათუმობის დღესასწაულს.

იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
http://batsyc.com/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%9F%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.pdf

 

beach soccer 000000009

 

новый коллаж

 მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ა(ა) იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია, სპორტული ტურიზმის სფეროში ცენტრის სპორტული ობიექტების პოტენციალის შესახებ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ორ ენოვანი შეთავაზება ცენტრის ბაზაზე სპორტული შეკრებების მოწყობის მსურველთათვის, ასევე მოწვეულ სტუმრებს, ინფორმაციის დეტალურად გასაცნობად გადაეცათ ბრენდირებული CD დისკები .
პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ: სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, ტურისტული სააგენტოები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები და სხვადასხვა დაინტერესებული პირები.

მომხსენებელი: 
ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: 
ირაკლი ბერიძე.

bbbbb

სასწავლო საწვრთნო შეკრებიდან დაბრუნდნენ: ქ.ბათუმის მერიის და ქ.ბათუმის ა(ა)იპ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ნორჩი მოციგურავეები:ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ეკატერინე იაზადჟი და ნატალია ლომინეიშვილი, მწვრთნელებთან : ინგა ბუტიკაშვილთან და სესილი ბერძენიშვილთან ერთად, რომლებიც გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზრუმში , ცნობილი მოციგურავის ალექსეი მიშინის სასწავლო-საწვრთნო შეკრებაზე, 13-19 ივლისის ჩათვლით.
მოციგურავეების სასწავლო-საწვრთნო შეკრებაზე გამგზავრება დააფინანსა ქ.ბათუმის ა(ა)იპ სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა.
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი!

  

1

სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო.

თუ როგორ ემზადება საქართველოში პირველი სინქრონული გუნდი სასწავლო-საწვრთნო პროცესისათვის,რა სიახლეები აქვს ცენტრს და რას აპირებს სამომავლოდ შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებულ სიუჟეტში. 

http://ajaratv.ge/ge/news/society/mzadeba-akhali-sezonistvi/100921

 

 

новый коллаж

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურებში გადიან სტაჟირებას.
დღეს, 17 ივლისს კი სტუდენტები ეწვივნენ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს, ისინი გაეცნენ ცენტრის სპეციფიკას ადმინისტრაციული, ტექნიკური და სპორტული მიმართულებით.
იხ.მიმაგრებული ფაილი
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი

 

 

 

 

STU 0272

თუ როგორ აგრძელებს სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ნორჩი მოციგურავე ანადეა გულბიანი შმიდტი, მწვრთნელთან, ლელა ჩოფიკაშვილთან ერთად სასწავლო საწვრთნო შეკრებას ობსერდორფში,სადაც 25 ქვეყნის 125 მონაწილე იღებს მონაწილეობას მიხეილ ხუტის ხელმძღვანელობით,შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ფოტომასალაში.
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი .

 

11178338 493512500822859 8664295081475418012 n

ქ.ბათუმის მერიის და ქ.ბათუმის ა(ა)იპ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ნორჩი მოციგურავეები:ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ეკატერინე იაზადჟი და ნატალია ლომინეიშვილი, მწვრთნელებთან : ინგა ბუტიკაშვილთან და სესილი ბერძენიშვილთან ერთად გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზრუმში , ცნობილი მოციგურავის ალექსეი მიშინის სასწავლო-საწვრთნო შეკრებაზე, 13-19 ივლისის ჩათვლით.