IMG 4459

დასრულდა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ს/კ ,,ბაკური'' სახით, აგრეთვე საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა კატეგორიაში: საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი , საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი, რომელთაც გადაეცათ მედლები,თასები და სიგელები.

იხ.მიმაგრებული ფაილი
http://ajaratv.ge/ge/news/sporti/otkhta-turniri/103566

IMG 4261

ორ წლიანი ტრადიცია გრძელდება. ბათუმი ,,ოთხთა ტურნირს" ფეხბურთში ისევ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა სტუმარი მხარის გამარჯვებით დასრულდა. რატომ გაუჭირდა მოგება მოწინააღმდეგე გუნდს, ლაშა ველიაძე გიამბობთ.

იხ.მიმაგრებული ფაილი
http://ajaratv.ge/ge/news/sporti/otkhta-turniri-357490/103478

12144910 546644548842987 6879584057362720294 n

ბათუმში 15 წლამდე საფეხბურთო კლუბებს შორის ტურნირი დაიწყო - შეჯიბრებაში 3 ადგილობრივი და ერთი გერმანული კლუბი "ბაბელსბერგი" იასპარეზებს. ტურნირი ტრადიციულია და ქალაქ ბათუმის მერიისა და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. დღეს ერთმანეთს გერმანული "ბაბელსბერგი" და ბათუმის "ადელი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

იხ.მიმაგრებული ფაილი
http://ajaratv.ge/ge/news/society/otkhta-turniri-02155/103469

 

image

მიმდინარე წლის 16-22 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.ბათუმის მერია, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი და შ.პ.ს ბაკური მასპინძლობს გერმანულ დელეგაციას, სადაც როგორც სპორტის , ასევე კულტურის წარმომდგენლები არიან წარმოდგენილები. საფეხბურთო კლუბი ,,ბაბელსბერგ 03'', საფეხბურთო კომლექსის, შ.პ.ს ,,ბაკური'', ბაზაზეა განთავსებული.

კვირის განმავლობაში გუნდი მონაწილეობას მიიღებს ოთხთა ტურნირში, სადაც სტუმრების გარდა, „ბაკური“, „ადელი“ და „ბათუმის დინამოს“ ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ. 
დღეს, 19 ოქტომბერს, საფეხბურთო ბაზაზე ,,ბაკური’’ (ორთაბათუმში) ჩემპიონატის გახსნა იყო, რომელსაც ესწრებოდა ქ.ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მ.ქიძინიძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მამუკა თამაზაშვილი, შ.პ.ს ,,ბაკური'' ხელმძღვანელი თენგიზ ბაკურიძე, საქართველო ბრანდერბურგის საზოგადოების თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი და სხვები..
ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდება და 21 ოქტომბერს დასრულდება.

მასპინძელი მხარე ტურნირის პარალელურად, ჩამოსულ სტუმრებს აცნობს ბათუმს და მის ღირსშესანიშნავ ადგილებს.

ტურნირში გამოვლინდება საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა კატეგორიაში. 
საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი , საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი თასები, დიპლომები და მედლები.

  

12088354 545243242316451 2153858765914638080 n

ქ.ბათუმის პირველობამ სამინისტროებსა და უწყებებს შორის მინი-ფეხბურთში, რომელიც ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე, კერძოდ, კი მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში გაიმართა, დღეს, 13 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მერიის გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდთან ანგარიშით 6:5.
ფინალური მატჩი მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოდგა , სადაც გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

მატჩს ესწრებოდა ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ქალაქის ვიცე-მერი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და გულშემატკივრები.

12088295 542722795901829 5485025934477656783 n

 

მიმდინარე წლის 4-7 ოქტომბრის ჩათვლით, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე საწვრთნო შეკრებებს გადის საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები ყინულის ჰოკეიში..

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის: ლაშა ველიაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში:)
იხ.ბმული http://ajaratv.ge/ge/news/society/mzadeba-sareitingo-turniristvis/103050

 

новый коллფდფ

მიმდინარე წლის 1-13 ოქტომბრის ჩათვლით, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში სტარტს აიღებს ქ.ბათუმის პირველობა მინი ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის!!
მოდი და უგულშემატკივრე შენს ფავორიტ გუნდს!!!
მატჩები გაიმართება ყოველდღიურად 
20:00სთ-დან 22:00 სთ-ს ჩათვლით!!
მსურველთათვის დასწრება თავისუფალია!!

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში დაიწყო 2015-2016 სასწავლო წელი ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში . 
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი 4 წლის ასაკიდან იწვევს ნებისმიერ მსურველს ყინულის მოედანზე სასრიალოდ . ჩვენი მწვრთნელების მეშვეობით, გეძლევათ შანსი ისწავლოთ ყინულზე სრიალი, რაც მოგცემთ შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სადღესასწაულო თუ სათამაშო შოუ - პროგრამებში. სიახლეა ჰოკეის სექციაშიც, სადაც სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ჰოკეისტი დიმიტრი სმეტანინი, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში სამუშაოდ.
ცენტრში ასევე მოქმედებს პროფესიონალურ - სპორტული და სამოყვარულო ჯგუფები.
სწავლის ღირებულება 1 თვის განმავლობაში (სამჯერადი მეცადინეობა) შეადგენს 20 ლარს.
მომხმარებლებისათვის ფუნქციონირებს აგრეთვე სოციალური პაკეტი , სადაც შესაბამისი 
დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მიიღებენ შეღავათიან მომსახურებას.

mgnfhjkkkkk

 

 

blkiju

 

ქ.ბათუმის მერიისა და ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფეხბურთში 2015 ბათუმის თასზე ყაზახეთის ,,არმანი-ს" გამარჯვებით დასრულდა:) დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში:) http://ajaratv.ge/…/s…/saertashoriso-turniri-dasrulda/102042 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვეულ სტუმრებს , მონაწილეებს, ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ტურნირის ორგანიზებაში..
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი!!!!

 

საერთაშორისო ტურნირი ,,საპლაჟო ფეხბურთი ბათუმის თასი 2015'' , რომლის პრესკონფერენცია ქ.ბათუმის მერიის ბრიფინგ-რუმში გაიმართა ესწრებოდა მოწვეული ქვეყნების წარმომადგენლები(აზერბაიჯანი,რუსეთი,ლატვია,ყაზახეთი,
თურქეთი) და საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები, განიხილეს ტურნირის საორგანიზაციო საკითხები და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შეგახსენებთ,რომ ტურნირი ქ.ბათუმის მერიისა და ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

11921787 525961424244633 5245574925045112073 n