მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტარდება ISU-ს საერთაშორისო შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში ,,SANTA ClAUS -CUP 2015'' სადაც მიწვეულნი არიან ანადეა გულბიანი შმიდტი, ნიკა ეგაძე, ნატალია ლომინეიშვილი, ეკატერინე იაზადჟი და ინგა ფუტკარაძე პირად მწვრთნელებთან ერთად (ლელა ჩოფიკაშვილი, სესილი ბერძენიშვილი და ინგა ბუტიკაშვილი).
შეჯიბრის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს!!
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი....12301601 557175311123244 8398859867804192783 n

დღეს ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში სტარტი აიღო მინი-ფეხბურთში ოქროს დელფინის თასზე 2005-2006 წწ. დაბადებულებს შორის,რომლის ორგანიზატორი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტია.
ტურნირი ოთხ დღიანია და 29 ნოემბერს დასრულდება.


მოდი და უგულშემატკივრე შენს ფავორიტ გუნდს!!!12274525 556698437837598 5833915725042360844 n

ezos fexbgftr

დასრულდა საშემოდგომო ლიგის ჩემპიონატი ,,ეზოს ფეხბურთი'', რომლის ანალოგი პროექტი საქართველოში არ არის და რომელშიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის 400-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
პროექტი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და დღეს 25-ნოემბერს, გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. 

მათ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, თასები და სიგელები.

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მადლობას უხდის ქ.ბათუმის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

მიმდინარე წლის 11 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ ცელიეში ტარდება საერთაშორისო შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში ,,Skate Gelje 2005'' სადაც მიწვეულნი არიან ანადეა გულბიანი შმიდტი, ნიკა ეგაძე და ილია გოგიტიძე პირად მწვრთნელთან ერთად(ლელა ჩოფიკაშვილი).
შეჯიბრის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით..ეხლა კი წარმატებები ვუსურვოთ და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს!!
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი....slovenia

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, მერიის ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა მორიგი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან, რაც თავისთავში გულისხმობს სპორტულ ღონისძიებებში სტუდენტების ჩართვას, სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ასევე ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით სარგებლობას.

akademiaa

მიმდინარე  წლის5  ნოემბერს  მერიის ა(ა)იპ  ბათუმის  სპორტულ-ახალგაზრდულ  ცენტრსა  და შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტს  შორის  გაფორმდა  ურთიერთ  თანამშრომლობის  მემორანდუმი,  რომელიც  ითვალისწინებს  სპორტულ  ღონისძიებებში  სტუდენტების  ჩართვას,სხვადასხვა  ერთობლივი  პროექტების  განხორციელებას.

მხარეებს  ასევე  შეეძლებათ  ერთმანეთის  მატერიალურ-ტექნიკური  რესურსით  სარგებლობა.

აღსანიშნავია,  ისიც  რომ  სპორტულ-ახალგაზრდული  ცენტრის  დირექტორმა,  სტუდენტებს  გააცნო   ცენტრის  მუშაობის  სპეციფიკა . სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი გელით!

hfjgkl

bfgdhnck

,,ეზოს ფეხბურთი''-ის საშემოდგომო ლიგა 2015-ის მატჩები გრძელდება მეგობრებო ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ დარბაზში ყოველდღიურად - კვირის გარდა, დღის 15:30 (სთ) დან 18:00 (სთ) - მდე!!!:)
მოდი და უგულშემატკივრე შენი უბნის, შენი ადმინისტრაციული ერთეულის გუნდს და მოიპოვე გუნდთან ერთად საპრიზო ადგილი!

12009730 550063161834459 5616413127222827378 n

მიმდინარე წლის 1-7 ნოემბრის ჩათვლით ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება ტესტირება, როგორც ერთეულთა სპორტსმენთათვის, ასევე სინქრონული გუნდისათვის, რომელსაც სპეციალურად ცენტრის სპორტსმენთათვის ჩაატარებს (პროფესორ ალექსეი მიშინის მწვრთნელ-ქორეოგრაფი),ვახტანგ მურვანიძე,ის ცენტრის აღსაზრდელებსა და მწვრთნელებს გააცნობს ყველა იმ სიახლეს და სხვადასხვა სეზონის ტექნიკურ მოთხოვნებს,რაც აუცილებელია საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

უპრეცედენტო პროექტი, სპორტული აქტივობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, ,ეზოს ფეხბურთი'' -ის საშემოდგომო ლიგა დაიწყო მეგობრებო, რომელიც მთელი ერთი თვის განმავლობაში ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში გაგრძელდება .

პროექტში 10 ადმინისტრაციული ერთეულის 400-მდე ბენეფიციარია ჩართული. უფრო დეტალურად ღონისძიების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის: ლაშა ველიაძის სიაუჯეტიდან შეიტყობთ.

იხ.მიმაგრებული ფაილი

http://ajaratv.ge/ge/news/society/ezos-fekhburti-daitsko/103668

პროექტის ორგანიზატორები არიან: 
ქ.ბათუმის მერია და ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი!

მოდი და უგულშემატკივრე შენს ფავორიტ გუნდს.

10406372 547806882060087 1207748861068432616 n

დღეს, საფეხბურთო კლუბის ,,ბაბელსბერგ-03''-ის წევრებს ქ.ბათუმის მერმა გ.ერმაკოვმა უმასპინძლა.

საქართველო-ბრანდერბურგის საზოგადოების საერთაშორისო პროგრამის მონაწილეები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერმაკოვს შეხვდნენ. პროგრამის მიზანია ქართულ – გერმანული ურთიერთობების პოპულარიზაცია, ორი ერისა და ქვეყნის, საქართველოს და გერმანიის, კიდევ უფრო მეტად დაახლოება, მეგობრობის განმტკიცება, თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი საქმიანი ურთიერთობების გააღრმავება. გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო, კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს.

პროგრამა ხორციელდება საქართველო - ბრანდენბურგის საზოგადოების ინიციატივითა და ლევან კობიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.

12144956 547298225444286 4440913880751302138 n