10658719 1025113960882246 3702743659172932235 o

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში“ გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართა. მოსაწვევები ქალაქში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღსა და სკოლაში დარიგდა.
კოსტიუმირებულ სანახაობაზე მონაწილეობა ბათუმის მერიის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის სპორტსმენებმა და სამოყვარულო ჯგუფის მოციგურავეებმა მიიღეს. ღონისძიებაში 600-მდე სპორტსმენი იყო ჩართული. ისინი 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე დაგეგმილ საახალწლო პროგრამაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი, თავის მოციგურავეებთან ერთად გეგმავს გრანდიოზულ საახალწლო შოუ-პროგრამას სადაც დასწრება თავისუფალი იქნება ნებისმიერ მსურველთათვის.
კონცერტი იქნება მრავალფეროვანი და დატვირთული სხვადასხვა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
არ გამოტოვოთ შთამბეჭდავი სანახაობა და გაუზიარეთ თქვენს პატარებს საახალწლო ზეიმი!!

 

image

საინტერესო სიახლე კარატის მოყვარულთათვის: მიმდინარე წლის 6 დეკემბერს ა (ა) იპ ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი კარატეში, რომლის ორგანიზატორი აჭარის კონტაქტური კარატის ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ცხრა რეგიონი, რომლებიც შვიდ კატეგორიაში წარსდგნენ, ტურნირში სულ 130 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ მედლები და თასები.

უფრო დეტალურად შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ფეისბუკ გვერდს: 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=560548874119221&id=258899600950818

sdg

30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში, რომელშიც 30-მდე ქვეყნის სპროტსმენები მონაწილეობდნენ ხუთი ქართველი მოციგურავეც გამოვიდა.

ახალგაზრდა მოციგურავეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სამი ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ – ანადეა გულბიანი-შმიდტი, ნიკოლოზ ეგაძე და ნატალია ლომინეიშვილი. ეკატერინე იაზადიმ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ინგა ფუტკარაძე კი მე-11 იყო.

უფრო ვრცლად იხ. www.mysports.ge ბმულზე.... 

wdqw

 

მორიგი გამარჯვება და წარმატება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ერთეულთა თანრიგის სპორტსმენს, ანადეა გულბიან შმიდტს, საქართველოდან.
მივულოცოთ ღირსეული პირველი ადგილი მას და მის მწვრთნელს: ლელა ჩოფიკაშვილს და სრულიად საქართველოს!
,,SANTA CLAUS -CUP 2015'new

დღეს, 1 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ტარდება ,,ISU''- ს საერთაშორისო შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში 12279240 558433400997435 7497334958936153614 n სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სპორტსმენები ანადეა გულბიანი შმიდტი და ინგა ფუტკარაძე იასპარეზებენ.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს...
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი!!!

მორიგი გამარჯვება და წარმატება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ერთეულთა თანრიგის სპორტსმენს, ნიკა ეგაძეს, საქართველოდან.
მივულოცოთ ღირსეული პირველი ადგილი მას და მის მწვრთნელს: ლელა ჩოფიკაშვილს და სრულიად საქართველოს!
,,SANTA CLAUS -CUP 2015''

mnjhkl

კიდევ ერთი ღირსეული გამოსვლა და საპრიზო ადგილი ..
წარმატებები კიდევ ორ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ნორჩ სპორტსმენებს საქართველოდან, ნატალია ლომინეიშვილს პირველი ადგილი და ეკატერინე იაზადჟის მესამე ადგილი (საერთაშორისო ფიგურული ციგურაობა) შეჯიბრზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში .
მივულოცოთ მათ ეს ღირსეული გამარჯვება აგრეთვე მწვრთნელებს:  ინგა ბუტიკაშვილს, სესილი ბერძენიშვილს და სრულიად საქართველოს..
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი!!!!
SANTA CLAUS-CUP 2015''bartyunebi

დღეს, 30 ნოემბერს საქართველოს სახელით იასპარეზებენ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სპორტსმენები ნიკა ეგაძე, ნატალია ლომინეიშვილი და ეკატერინე იაზადჟი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ტარდება ,,ISU''- საერთაშორისო შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში ,,SANTA CLAUS -CUP 2015'' 
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს...
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი!!!

axlebi

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, მერიის ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აჭარის sh shm
დღესვე სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მასპინძლობდა პარაოლიმპიურ ფესტივალს "ბათუმი 2015", გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ მედლები, თასები და სიგელები.