12923178 619313941576047 4986475257887420886 n


 
წარმატებით დასრულდა სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველო მარათონი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, რომელმაც სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა!
ველო მარათონში 100-მდე ველო მოყვარული იღებდა მონაწილეობას! 
გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ კატეგორიაში
1.მამაკაცთა შორის (i;ii;iii) ადგილი;
2.ქალთა შორის (i;ii;iii) ადგილი;
3.ყველაზე უხუცესი მონაწილე ; 
4.ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე;
მათ გადაეცათ სპორტული მაღაზია ,,ADIDAS'' -ის (700;500;300;150) ლარიანი ფასიანი ვაუჩერები , აგრეთვე დიპლომები, მედლები და სიგელები!!!
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მომავალშიც მზადაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი და განახორციელოს სხვადასხვა მასშტაბური სპორტული აქტივობები!

12718140 603972336443541 1584275156423104629 n

თარიღი: 6 აპრილი
დრო: 17:00(სთ)
მოვლენა: ველო მარათონი ბათუმში !

ლოკაცია: ბათუმის სანაპირო ზოლი!
სტარტი: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია!
ფინიში: საოცრებათა პარკი (Miracle Park)!

მონაწილეობა: ნებისმიერი მსურველი!
აუცილებელი მოთხოვნა: ა) ველო -სიყვარული (თუ გიყვარს კიდეც გაქვს) !

ტურნირში მონაწილე გამარჯვებულ ქალბატონს, მამაკაცს, ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის ვაუჩერები!პრიზები: პირველი ადგილი: 700 ლარიანი ვაუჩერი!
მეორე ადგილი: 500 ლარიანი ვაუჩერი!
მესამე ადგილი: 300 ლარიანი ვაუჩერი!
ყველაზე უხუცესი მონაწილე 150 ლარიანი ვაუჩერი! ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 150 ლარიანი ვაუჩერი!მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ თქვენი პირადი მონაცემები ქ.ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე! (სახელი; გვარი; პირადი ნომერი; საკონტაქტო ტელეფონი) 
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.m

ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ სინქრონულმა გუნდმა ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ,,INTERNATIONAL SYNCHRONIZED SKATING COMPETITION BUDAPESHT CUP 2016“ წარმატებით იასპარეზა. მოციგურავეები საქართველოში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.
გუნდი „ICE LIONS”, ტურნირზე მწვრთნელ ლიკა ნაკაიძესთან და ქორეოგრაფ მალხაზ ირემაძესთან ერთად 15 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. წლევანდელი მონაცემებით ბათუმის მოციგურავეებმა 39.18 ქულით, უკან ჩამოიტოვეს იტალიის, უნგრეთის, პოლონეთისა და ისლანდიის სინქრონული გუნდები.

12743752 595518217288953 3567328137585181181 n

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სინქრონული გუნდი ,,Ice Lions''-ბათუმი სახეცვლილი (15 - კაცი) შემადგენლობით, მწვრთნელთან ქალბატონ ლიკა ნაკაიძესთან და ქორეოგრაფ მალხაზ ირემაძესთან ერთად მიემგზავრება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ საერთაშორისო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში .
ცენტრის სინქრონულ გუნდს უკვე აქვს გამოცდილება ჩემპიონატში მონაწილეობის,რაც გუნდის მონაწილეებს აძლევს შანს მოიპოვოს საპრიზო ადგილი.
აღსანიშნავია გუნდის ტრეინინგ-სემინარი თურქეთის ქალაქ ერზრუმში, სადაც ჩემპიონატზე წარსადგენი პროგრამის ელემენტები გაართულეს, დახვეწეს და ჩემპიონატის სტანდარტებს შეუსაბამეს.
ამჟამად სინქრონული გუნდი მაქსიმალური დატვირთვით გადის წვრთნებს ცენტრის ყინულის მოედანზე!!!
წარმატებები ვუსურვოთ სინქრონულ გუნდს!!!

IMG 7272

12524041 582228855284556 4069040159216724101 n

ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. 
ინტენსიურად იწმინდება აირპნევმატიური ნაგებობები თოვლის საფარისგან. ცენტრის თანამშრომლების პარალელურად მუშაობს სახანძრო და სამაშველო სამსახურის მძიმე ტექნიკაც. 
ძლიერი თოვლის გამო მალევე იფარება ნაგებობები თოვლით, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მადლობას უხდის აჭარის სახანძრო და სამაშველო სამსახურს დახმარებისა და თანამშრომლობისათვის.

1935500 543044545845202 7705661036234345955 n

მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში პრევენციული ღონისძიებები გატარდა. აირპნევმატიურ ნაგებობებში მაქსიმალური სიმძლავრით ჩართულია გათბობის სანთურები. 
მობილიზებულია ნაგებობების ზედაპირის თოვლისაგან გასაწმენდი საშუალებები. დაზიანებების თავიდან ასაცილებლად მოხსინილია ბასრი ზედაპირის მქონე ყველა მოწყობილობა. ხოლო მოწყობილობები, რომელთა დემონტაჟიც არ ხერხდება, იფარება შედარებით უფრო გლუვი ზედაპირით. 
ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მჭიდრო კონტაქტშია სამაშველო სამსახურთან.

მიმდინარე წლის 18 იანვარს, ა(ა) იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე განახლდა სასწავლო-საწვრთნო პროცესი ფიგურულ ციგურაობაში!!
გელოდებით ყველას სპორტულ თუ სამოყვარულო ჯგუფებში გასაწევრიანებლად!!
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
558 25 25 05 ან 577 65 05 52
მის: ლადო ასათიანის N2712540813 579089672265141 8476897481510001234 n

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი სრულიად საქართველოს და ყველა მართმადიდებელს ულოცავს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და უსურვებს სიკეთეს,ბედნიერებას და ღვთისწყალობას!

გფარავდეთ უფალი!

!shoba

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას  საახალწლო გალა-კონცერტში,რომელიც ბათუმის ევროპის მოედანზე მიმდინარეობდა.

მონაწილეობდნენ: სინქრონული გუნდი და ერთეულთა თანრიგის მონაწილეები:

ანადეა გულბიანი შმიდტი,ეკატერინე იაზადჟი,ნატალია ლომინეიშვილი,ნიკა ეგაძე,ილია გოგიტიძე,ინგა ფუტკარაძე .

მადლობა ქ.ბათუმის მერიას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
01.01.2016

asva

ბათუმში უხვთოვლიანობის გამო,სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის აირპნევმატური ნაგებობების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს,მობილიზებულია საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა,სპეციალური სამსახურები, ჩართულია ადმინისტრაცია და ცენტრის თანამშრომლებიც.
ამასთანავე მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის ჩვენი ცენტრის ნაგებობები დაზღვეულია ,,ალდაგი ბისიაი"-ის მიერ!!

bvnhfjmk