mqdefault
ბათუმი კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შავი ზღვის თასისთვის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის სპორტსმენები იბრძვიან. შეჯიბრი 3 ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს და მასში 150 ახალგაზრდაა ჩართული.
 
გამარჯვებულები თასებით, მედლებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ტურნირი ორდღიანია და, აჭარის კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება.

https://www.youtube.com/watch?v=a2_PnW4r1jg&feature=youtu.be

1
ბათუმში ცნობილი რუსი მოციგურავე, სპორტის ოსტატი სერგეი დობრინი იმყოფება. ის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრში სწავლების ერთკვირიან კურსს ატარებს. პროგრამაში ყინულის სასახლის 20 აღსაზრდელია ჩართული.
 
მასტერ კლასი სხვადასხვა ასაკის მოციგურავეებს უტარდებათ. სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრში, სადაც 500-მდე მოზარდი ვარჯიშობს, წელს მასტერ კლასები სამმა მწრთვნელმა ჩაატარა.
 
IMG 8262
სახელმწიფო დაწესებულებებსა და უწყებებს შორის ტრადიცული ტურნირი მინი ფეხბურთში გუშინ დაიწყო. ბათუმის პირველობისთვის 8 გუნდი ასპარეზობს. ტურნირის პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართა.


მერიის გუნდმა გამარჯვება ტურიზმის დეპარტამენტთან მოიპოვა, აჭარის ტელევიზია კი სპორტისა და ახალგზრდობის დეპარტამენტთან დამარცხდა. ტურნირის ფინალი 5 ივნისს გაიმართება. მისი ორგანიზატორი ბათუმის მერია და აჭარის რეგიონალური მინი ფეხბურთის ფედერაციაა.

10653837 468535313320578 1502461376337909371 n
ყინულის სახლში ხვალ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება, დღეს კი სპორტსმენებმა ბოლო რეპეტიცია გაიარეს. როგორ ემზადებიან ჩემპიონატისთვის სპორტსმენები და ყინულის მოედნის მესვეურები, გიორგი წეროძის რეპორტაჟში.
 

https://www.youtube.com/watch?v=GICVVdtEu8U

11148404 468523983321711 9222322252001864378 n
საგაზაფხულო სეზონი საანგარიშო შოუ-კონცერტით გაიხსნა ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში. ყინულის სასახლის აღსაზრდელებმა 17 საკონცერტო ნომერი შეასრულეს. ღონისძიება ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე საერთაშორისო ფესტივალების პრიზიორებიც წარსდგნენ. შოუს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

უხვი ნალექის შედეგად მოსალოდნელი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, სამაშველო და სახანძრო სამსახურების ჯგუფებმა ყინულის სასახლის სახურავი თოვლის მასისგან გაწმინდეს. ქალაქის მერიაში დილიდან შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც უხვი ნალექისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

 

ქართველმა მოციგურავემ ელენე გედევანიშვილმა მისი სახელობის ყინულის სასახლეში პატარებს დღეს მასტერ კლასი ჩაუტარა. პატარებთან ერთად სრიალი, როგორც თავად სპორტსმენი ამბობს, ძალიან უყვარს და ამიტომ ხშირად სტუმრობს ბათუმს.

ბათუმში არსებული ორი ყინულის მოედნიდან ერთი, შედარებით მცირე ზომის, მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზად გადაკეთდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თვის ბოლომდე დასრულდება, უკვე აღდგენილია დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული დიდი ზომის ყინულის სასახლეც. სარემონტო სამუშაოებს არჩილ ხაბაძე და გია ერმაკოვი გაეცნენ.

1

გთავაზობთ ყინულის მოედნით სარგებლობის წინასწარ გრაფიკს იმ გუნდებისთვის,რომლებიც აპირებენ საწრვთნელო შეკრებებისთვის ჩამოსვლას ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში.

გადმოწერა

ივნისი ივლისი აგვისტო

   ყინულის მოედნით სარგებლობის მომსახურეობის ტარიფები1

   იხილეთ მიმაგრებული ფაილები: