საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბორის კოჩკინი სტუმრად სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში...
მან ცენტრის ჰოკეის კლუბის წევრებს მასტერ-კლასი ჩაუტარა ყინულის ჰოკეიში!!!

13895119 677890772385030 5383329342941114865 n

13726847 665345480306226 2014804448152833779 n

აჭარის ა.რ კრივის ფედერაცია ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში ატარებს საერთაშორისო ჩემპიონატს კრივში.
ჩემპიონატში საქართველოში მოქმედი კრივის სკოლების გარდა თურქეთის,აზერბაიჯანის,უკრაინის,რუსეთის,სომხეთის და ყაზახეთის გუნდები იღებენ მონაწილებას!!!

ბათუმის ღია პირველობა ქუჩის კალათბურთში დასრულდა. 
ტურნირში ბათუმის 13 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,TEAM DIMKA' '-სა და ,,BASCO''-ს გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ანგარიშით 9-7 ,,TEAM DIMKA''-ს სასარგებლოდ დასრულდა. მესამე ადგილი “PORTO FRANCO''-მ დაიკავა.შეჯიბრებაზე საუკეთესო მოთამაშედ ლაშა კეშელავა დასახელდა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპორტული მაღაზიის 300, 500, და 800ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.
ტურნირი მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მიზნით ქ.ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

13509011 657163121124462 8973965818913427435 n 1

ქ.ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით დღეს სტარტი აიღო ჩემპიონატმა ქუჩის კალათბურთში და მასში 13 ბათუმის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ქუჩის კალათბურთი ხვალ 26 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალური მატჩებით დასრულდება დაჯილდოვების ცერემონიალით და გამოვლინდება საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.
პირველ,მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცემათ ფასიანი ვაუჩერები ბრენდირებული სპორტული მაღაზია ,,NIKE''-სგან.
ასევე ჩვენი ცენტრი ვაუჩერს გადასცემს ტურნირის საუკეთესო მოთამაშესაც!!

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური მატჩები ხვალ 19:00სთ-ზე დაიწყება!!

მოდი და უგულშემატკივრე შენს ფავორიტ გუნდს!!

13428398 651166258390815 6464915425407177542 n

5-ივნისს ,,შინდისის'' სახელობის სკვერის მიმდებარე ხელოვნურ-საფარიან მოედანზე დასრულდა ჩემპიონატი ,,ეზოს ფეხბურთში''!!
შეგახსენებთ, რომ პროექტს ,,ეზოს ფეხბურთი'' საფუძველი ჩაუყარა 2015 წლის ივნისში ქ.ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა და დღეს უკვე ორი წელი შეუსრულდა.
პროექტში ჩართულია ბათუმის 10 - ადმინისტრაციული ერთეულის (უბნის) 
500-მდე ნორჩი აღსაზრდელი სამ ასაკობრივ კატეგორიაში. ისინი რეგულარულად, 4-თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ, მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშობდნენ და ემზადებოდნენ ჩემპიონატისათვის.
პროექტში გამარჯვებულ გუნდებს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცათ თასები, სიგელები და ფასიანი ვაუჩერები ბრენდული, სპორტული მაღაზია ,,PUMA''- სგან!

დამწყები ასაკობრივი კატეგორია
1.თამარის დასახლება
2.ბაგრატიონი
3.ბონი-გოროდოკი 
4.ჯავახიშვილი

უმცროსი ასაკობრივი კატეგორია
1.ბონი-გოროდოკი
2.კახაბერი
3.ძველი ბათუმი
4.გონიო

უფროსი ასაკობრივი კატეგორია
1.ჯავახიშვილი
2.რუსთაველი
3.ბონი-გოროდოკი
4.კახაბერი

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას დღევანდელი თამაშებიდან და დაჯილდოვების ცერემონიალიდან!

13344654 646957605478347 520649314424999984 n

 

მიმდინარე წლის 12-18 მაისის ჩათვლით, ქ.ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, საჭადრაკო კლუბ ,,ნონა''-ში მიმდინარეობს ჩემპიონატი ვეტერანთა შორის, სპორტის სამ სახეობაში(ნარდი; შაში; მაგიდის ჩოგბურთი). ხვალ, 18 მაისს, 12სთ-ზე ჩატარდება ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები რომელშიც გამოვლინდება გამარჯვებულები და მათ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

13235991 1193012747405086 798643091 n

გალა-კონცერტით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც მიმდინარე წლის (14-15) მაისს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და ქ.ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ჩემპიონატში, 6-დან 20-წლამდე ასაკობრივი კატეგორიის 40-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველობისათვის, როგორც ინდივიდუალური, ასევე სინქრონული გუნდებიც იბრძოდნენ.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეებისათვის განსაკუთრებულად წარმატებული სეზონი გამოდგა,რომლებმაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვეს ოქროს,ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
ქეთევან მახარაძე - გამარჯვებული გოგონათა შორის (01.07.2008 – 30.06.2010წწ.) I ადგილი
ილია გოგიტიძე - გამარჯვებული ვაჟებს შორის (01.07.2005 – 30.06.2007წწ.) I ადგილი
ეკატერინე იაზადჟი - გამარჯვებული გოგონათა შორის კატ. ,,CABS’’ - I ადგილი
ანადეა გულბიანი - გამარჯვებული გოგონათა შორის კატ. ,,NOVICE’’ - I ადგილი
სინქრონული გუნდი ,,ICE LIONS’’
ნიკა ეგაძე - ვერცხლის პრიზიორი კატ. ,,JUNIOR’’– II ადგილი
ნატალია ლომინეიშვილი - ვერცხლის პრიზიორი გოგონათა შორის კატ. ,, CABS’’ - II ადგილი. 
მარიამ მეშველიანი - ვერცხლის პრიზიორი გოგონათა შორის კატ. ,, NOVICE’’ - II ადგილი

დამწყებითი სინქრონული გუნდი 
დავით გურგენიძე - გამარჯვებული ვაჟებს შორის (01.07.2008 – 30.06.2010წწ.) - I ადგილი
გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.

ღონისძიება განსაკუთრებული იყო მოწვეული სტუმრებითაც, მათ შორის იყო ედუარდ პლინერი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი ყინულის მოედნის დაარსება და განვითარება, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას ქ.თბილისში საციგურაო სკოლის სახელით,აღსანიშნავი იყო ევროპის ჩემპიონატების მონაწილის, მსოფლიოში ცნობილი მოციგურავის, ვახტანგ მურვანიძის სტუმრობაც, რომლის შთამბეჭდავმა სრიალმა ყინულზე, პუბლიკის განსაკუთრებული ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

1936174 637525179754923 1893941355907813296 n

სასიამოვნო სიახლე!!
15 მაისს სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი,გალა-კონცერტი სადაც დასწრება თავისუფალი იქნება ნებისმიერ მსურველთათვის!
მოდით და უქომაგეთ ბათუმელ მოციგირავეებს!!
ბათუმის სინქრონული გუნდი
,,Ice Lions'' 
1.ზინაიდა აკოპოვა
2.ლინდა ბოლქვაძე
3.გურანდა გაბესკირია
4.მეგი დოლიძე
5.მაგდა ნაკაშიძე
6.ანა ესებიძე
7.ხატია კომახიძე
8.ანა ჩაკვეტაძე
9.ტატიანა ჯოჯუა
10.ტატიანა შიროღლი
11.ანა ნინიძე
12.გურამ ჩაკვეტაძე
13.ანანო ჯიქია
14.ქეთი კოპალიანი
15.მილენა მურადიანი
მოსამზადებელი სინქრონული გუნდი!
1.თამარ ცეცხლაძე
2.ლანა ღოღობერიძე
3.ირინოლა დავლაძე
4.მარიამ ყულეჯიშვილი
5.ნაირა ცინცაძე
6.თეკლა სურმანიძე
7.მარიამ შალიკაძე
8.თათია შარაშიძე
9.ნინო მუკუტაძე
10.მარიამ ღოღობერიძე
11.მია სამნიძე
12.ანა აკოპჟანიანი
13.ქრისტინა დოროხოვა
14.ელისაბედ კეჟერაძე
15.ნატალია დიასამიძე
16.ანასტასია ნიკიტინა
17.მარიამ ბიკოვა
ერთეულთა თანრიგის სპორტსმენები:
1.ანადეა გულბიანი შმიდტი
2.ნიკა ეგაძე
3.ილია გოგიტიძე
3.მარიამ მეშველიანი
4.დავით გურგენიძე
5.ინგა ფუტკარაძე
6.ეკატერინე იაზადჟი
7.ნატალია ლომინეიშვილი
8.ქეთევან მახარაძე

 

 

 

13239018 635960433244731 5032808609475967137 n

 

მაისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია!!
სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი/2016 წელი

f6ed1b73 a690 4b9c 819a 721b517ea24e

12986976 1167672286584733 8023442659387982951 n

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი თავის მოციგურავეებს: ანადეა გულბიანი შმიდტს და ნიკოლოზ ეგაძეს, ასევე მწვრთნელს: ლელა ჩოფიკაშვილს, ულოცავს პოლონეთის ქალაქ გდანსკში, (ISU – World Development Trophy) - ის გათამაშებაში ფიგურულ ციგურაობაში ღირსეულ გამოსვლას და მოწინავე ადგილების დაკავებას.

აღსანიშნავია ის, რომ ამ ტურნირზე მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 23-ქვეყნის 91-მოციგურავე (ერთეულები) – (გოგონები; ვაჟები) სამ სხვადასხვა დისციპლინაში: ნოვისები (A; B) კატეგორიის და იუნიორები.

A - ჯგუფის ნოვისებში, გოგონების კატეგორიაში ანადეა გულბიანი შმიდტი მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო იუნიორ ვაჟებში ნიკოლოზ ეგაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

აღნიშნულ  ტურნირში  სპორტსმენების მონაწილეობა ISU - საერთაშორისო ფიგურული ციგურაობის გაერთიანების და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ იყო დაფინანსებული.

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელს ღირსეულ გამოსვლას და წარმატებებს უსურვებს მათ.