გთავაზობთ მატჩების ჩატარების განრიგს!!

20-თებერვალი
I-ბათუმი წყალი-ბიემსი გორგია (19:00სთ)
II-ბათუმის მერია-მეტრო ,,ჯორჯია'' (19:50სთ)
III-სოკარ ,,ჯორჯია''-შპს ,,ხასერე'' (20:50სთ)
IV-შპს სანდო - კოკა-კოლა ,,ჯორჯია''(21:50სთ)

22-თებერვალი
I-ბათუმი წყალი-მეტრო ,,ჯორჯია'' (19:00სთ)
II-ბათუმის მერია-ბიემსი გორგია (19:50სთ)
III-სოკარ ,,ჯორჯია'-შპს სანდო (20:50სთ)
IV-შპს ,,ხასერე''-კოკა-კოლა ,,ჯორჯია''(21:50სთ)

24-თებერვალი
I-ბათუმი წყალი - ბათუმის მერია (19:00სთ)
II-ბიემსი გორგია-მეტრო ,,ჯორჯია''(19:50სთ)
III-შპს ,,ხასერე''-შპს სანდო (20:50სთ)
IV-სოკარ ,,ჯორჯია''-კოკა-კოლა ,,ჯორჯია''(21:50სთ)

26-თებერვალი
1x2 (19:00სთ)
2x1 (20:00სთ)

27-თებერვალი
3-4 ადგილი (19:00სთ)
1-2 ადგილი (20:00სთ)
დაჯილდოება-საზეიმო დახურვა 21:00 სთ

დასწრება თავისუფალია!!!!

10352332 898746273488561 6162707357495802153 n

ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესიტვალზე ნიკოლოზ ეგაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოკლე და თავისუფალ პროგრამაში, ჯამში 155.18 ქულით მოიპოვა. ვულოცავთ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავ შედეგს!! წარმატებები ნიკოლოზს და თავის მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს!!

მიმდინარე წლის 11-18 თებერვლის ჩათვლით სპორტული ცენტრის ერთეულთა თანრიგის მოციგურავე 13 წლის ნიკოლოზ ეგაძე მონაწილეობს ევროპის ზამთრის XIII-ე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, სადაც ნიკოლოზი თავის ასაკობრივ კატეგორიაში მეექსვსე ადგილზე გავიდა მოკლე პროგრამით. დღეს ის თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს ჩვენი დროით 17:45 სთ-ზე!! ერტად ვუგულშემატკივროთ ნიკოლოზს და თავის მწვრთნელს ქ.ლელა ჩოფიკაშვილს!! 

სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი სრულიად საქართველოს ულოცავს შობა ახალ წელს და უსურვებს წინსვლას,წარმატებას,სიკეთეს და ბედნიერებას !!
იყავით მუდამ ჯანსაღად და სპორტულ ფორმაში!! ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!!
ჩვენი ცენტრი გელოდებათ ფიგურული ციგურაობისა და ყინულის ჰოკეის ჯგუფებში გასაწევრიანებლად!!!

15665837 754911551349618 6360965081240524488 n

ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ირაკლი ბერიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა მადლობის სიგელით, იმ განსაკუთრებული წვლილისათვის, რაც გასულ წელს სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა, ი.ბერიძის ხელმძღვანელობით შეძლო ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების განვითარებისა პოპულარიზაციის კუთხით!!!

15822911 762473030593470 8983330039437372978 n

სრული ანშლაგით ჩატარდა საახალწლო კონცერტი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე!!! შოუ-პროგრამა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში ჩვენი ცენტრის ერთეულთა თანრიგის სპორტსმენები,დამწყები მოციგურავეები, სინქრონული გუნდი,,Ice Lions'' და ცენტრის ჰოკეისტები იღებდნენ მონაწილეობას!!
ღონისძიების დასასრულს ჩვენს ცენტრს ეწვია სხვადასხვა ზღაპრის გმირი თოვლის ბაბუასთან ერთად და მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი!!!
დაუვიწყარი სანახაობა!!! მადლობა მწვრთნელებს,მოციგურავეებს სრულიად მონაწილეებს და თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის!!

15726339 757242047783235 5338964318805883350 n

დასრულდა პროექტის ,,ეზოს ფეხბურთი'' საშემოდგომო ლიგა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. შეგახსენებთ, რომ პროექტში ,,ეზოს ფეხბურთი'' ბათუმის 10 ადმინისტრაციული ერთეულის 500-მდე ბენეფიციარი მონაწილეობდა. აღნიშნული პროექტი ორი წელია წარმატებით და დიდი პოპულარობით არსებობს დღევანდელ ქართულ სპორტის რეალობაში და სამომავლოდაც გაგრძელდება და შესაბამისად მასშტაბურ სახესაც მიიღებს. დღეს გაიმართა ფინალური მატჩები სადაც გამოვლინდა როგორც გამარჯვებული გუნდები ასევე ტურნირის საუკეთესო მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციებში,რომლებსაც სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცათ ფასიანი საჩუქრები,თასები,მედლები და სიგელები!!!

15622491 751533955020711 3349251940079681507 n

საშემოდგომო ლიგის ჩემპიონატი, ქუჩის კალათბურთში, გუნდი ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა!

ტურნირში ბათუმის 9 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია ჩვენს საიტზე მითითებულ ბმულზე და მოიპოვეს ტურნირის მონაწილის სტატუსი!!

ჩემპიონატში გამარჯვებულ I,II,III-ე ადგილზე გასულ გუნდებს სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან ერგოთ ფასიანი ვაუჩერები (800,500,300-ლარი) სპორტული მაღაზია ,,ADIDAS-ისგან, ასევე გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც!!

 

ტურნირი სამომავლოდაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ამბობს ცენტრის დირექტორი ი.ბერიძე აჭარის ტელევიზიასთან  ინტერვიუს მიცემისას!!

IMG 0794

IMG0794

ქ.ბათუმის მერიასა და ,,საქართველო ბრანდერბურგის საზოგადოება'' -ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ეწყობა გაცვლითი საწვრთნო შეკრებები როგორც გერმანიაში,ასევე საქართველოში.მიმდინარე წლის 15-23 ოქტომბრის ჩათვლით გერმანელი ფეხბურთელები სტუმრობდნენ საქართველოს და ბათუმში ჩასატარებელი მატჩების პარალელურად გაეცვნენ ქალაქის (ბათუმი) ღირსშესანიშავ ადგილებს.
ვიზიტის ფარგლებში სპორტსმენები ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მრავლფუნქციურ სპორტულ დარბაზს სტუმრობდნენ სადაც თავიანთ მწვრთნელებთან ერთად გაიარეს წვრთნები!!

14702504 718986624942111 1901206994019059887 n

14359006 697884940385613 4910486874518171295 n

სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა!! ახალ სასწავლო სეზონს შემოუერთდა ძალიან ბევრი ნორჩი მოციგურავე და ჰოკეისტი!!

მოსწავლეთა მიღება დაწყებულია. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მობრძანდეს ლ.ასათიანის N27-ში და გაიაროს რეგისტრაცია.
აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენთან მოქმედებს სოციალური პაკეტი,რის საფუძველზეც სწავლება სრულიად უფასოა შესაბამისი პრიორიტეტების მქონე ადამიანებზე!!

იჩქარეთ, გაეცანით ჩვენს მომსახურებებს დეტალურად და გაწევრიანდით ფიგურული ციგურაობისა და ყინულის ჰოკეის ჯგუფებში!!!
მობ: 577 65 05 52 !!!
გ ე ლ ო დ ე ბ ი თ !!!!!