ფოტო გალერეა

აგვისტო 2017
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ვიდეორგოლი

 

2020

გვიპოვეთ რუკაზე

თქვენ აქ ხართ: მთავარიყინულის სახლისასწავლო წლის ნორმატივები

მიმდინარეობს ვებ გვერდის რედაქტირება

სასწავლო წლის ნორმატივები

I ეტაპი
,,გოგონები-ბიჭები” (4-5 წლის ასაკში)
1. ფეხზე დგომა, სრიალი, სიარული, სირბილი;
2. ბუშტები (ფანარები) წინ და უკან;
3. ორ ფეხზე ჩაჯდომა;
4. ცალ ფეხზე დგომა ორივე ფეხზე (წეროები);
5. უკან სვლა, ფეხის კვრით გადაადგილება (ზმეიკები);
6. ,, თოფები” ორივე ფეხზე;
7. ,,ვიპადი” – ფეხის გვერდზე დაწევით სრიალი ორივე ფეხზე;
8. წლის ბოლოს ,,სამოკატების” შესწავლა;
9. ტრიალი ორ ფეხზე ,,ვიპადიდან”;
10. მერცხალი ორივე ფეხზე;

II ეტაპი
,,გოგონები- ბიჭები “ (5-6 წლის ასაკში)
1. ჯვარედინების შესწავლა წინ, უკან, ორივე მხარეს;
2. ,,ვიპადები” სერპანტინზე მთელი მოედნის გამოყენებით
3. გარეთა და შიგნითა სამიანები, ,, მთვრალი” ნაბიჯი ორივე მხარეს, მოუხოკი;
4. ორ ფეხზე ტრიალი (ვიპადით);
5. მერცხლების სწავლება ორივე მხარეს რკალებზე;
6. ტრიალზე შესვლის შესწავლა;
7. ერთმაგი ნახტომების შესწავლა ( 1/2 აქსელი, სალხოვი, ტულუპი);

III ეტაპი
,,გოგონები-ბიჭები” (6-7 წლის ასაკში)
1. ჯვარედინების დახვეწა, სრულყოფა;
2. ყველა ერთმაგი ნახტომის შესწავლა-შესრულება (1/2 აქსელი, სალხოვი, ტულუპი, რიდბერგერი, ფლიპი, ლუთცი);
3. ნახტომების კასკადზე შესწავლა, მუშაობა;
4. ნახტომების კომბინაცია, სწავლება, შესრულება;
5. ტრილების სწავლება, შესრულება (ვინტი, ჯდომტრიალი, კომბინირებული ტრიალი. ამ ორი პოზიციის გამოყენებით ფეხის ცვლის გარეშე);
6. მერცხლები ორივე ფეხზე წინ და უკან სერპანტინზე;
7. ნაბიჯების შესწავლა ორივე მხარეს-ვალსის სამიანი, ტულუპის სამიანი, უკან შიგნითა სამიანი, რიდბერგერის სამიანი, მთვრალი ნაბიჟი,რკალები ფეხის ცვლით წინ და უკან გარეთა და შიგნითა პირებზე. ზმეიკები წინ და უკან ერთ ფეხზე გარეთა და შიგნითა პირების გამოყენებით, რკალიდან რკლაზე გადასვლა ,,პერეწიაშკებით”. ტყვილი ნაბიჯი ორივე მხარეს (“ჩოქტაუ, მოუჰოკის და სხვა რთული ნაბიჯების შესწავლის დაწყება);
8. 1 1/2 აქსელის შესწავლის დაწყება;

  •  მოსწავლე, რომელიც გაივლის და შეასრულებს სამწლიან ეტაპს, ნორმატივების მოთხოვნით, გადაყვანილი იქნება სპორტულ ჯგუფში.
  •  მოსწავლეთა შეფასებას მოახდენენ აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ დაკომპლექტებული მსაჯთა ბრიგადა და მწვრთნელთა კოლეგია.
  •  მოსწავლეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ნორმატივების მოთხოვნებს რვა წლის ასაკში, კომისიის გადაწყვეტილებით გადანაწილებულნი იქნებიან სამოყვარულო ან საკონცერტო მოსამზადებელ ჯგუფში.

სპორტული ჯგუფების სასწავლო პროგრამა

IV ეტაპი
გოგონები-ბიჭები (7-8 წლის ასაკში)
1. ჯვარედინების დახვეწა;
2. ტრიალების დახვეწა, ჯდომ-ტრიალი ფეხის ცვლით, კომბინირებული ტრიალი ერთხელ პოზიციის ცვლით (მინ. 8 ბრუნი);
3. ნახტომ- ტრიალის შესწავლის დაწყება;
4. ყველა ერთმაგი ნახტომი რიდბერგერთან კასკადში;
5. ორმაგ ნახტომებზე მუშაობის დაწყება;
6. 1 1/2 აქსელის სწავლება;
7. მერცხლები, სერპანტინზე ნაკრები
8. ნაბიჯების ნაკრები: წრეზე, სწორხაზოვნად ან სერპანტინზე;
9. თავისუფალი პროგრამის შესრულება, შეჯიბრზე მონაწილეობით (საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის დამტკიცებული პროგრამით);

V ეტაპი
გოგონები-ბიჭები (8-9 წლის ასაკში)

1. 1 1/2 და ყველა ორმაგი ნახტომის სწავლება, სრულყოფა;
2. ნაბიჯების გამეორება, ახალის სწავლება, ყველა ტიპის სამიანი, ტვიზლი, სკოპკა, კრიუკი, ვიკრიუკი და სხვა რთული ნაბიჯები. სპორტსმენი კარგად უნდა ფლობდეს ციგურის პირის ცვლას;
3. ნახტომ-ტრიალების სწავლება, სრულყოფა, ტრიალების შესწავლა (ჯდომ-ტრიალი, მერცხალ-ტრიალი, კომბინირებული ტრიალი ფეხის ცვლით და მინიმუმ ერთხელ პოზიციის შეცვლით);
4. თავისუფალი პროგრამის შესრულება, შეჯიბრზე მონაწილეობით (საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის დამტკიცებული პროგრამით);

VI ეტაპი
გოგონები-ბიჭები (9-10 წლის ასაკშიო)

1. ყველა ორმაგი ნახტომების შესრულება, სრულყოფა;
2. ყველა ორმაგი ნახტომი, ორმაგ ნახტომთან კასკადში;
3. 2 1/2 აქსელის შესწავლის დაწყება;
4. ყველა სახის ტრიალის შესწავლა: ჯდომ-ტრიალი და მერცხალ-ტრიალი ფეხის ცვლით,კომბინირებული ტრიალი ფეხის ცვლით და მინიმუმ ორჯერ პოზიციის შეცვლით, ნახტომ-ტრიალი ჯდომ-ტრიალში; ნახტომ-ტრიალი მერცხალ-ტრიალში, ჩინიანი, უკან გადახრილი ტრიალი;
5. მოკლე და თავისუფალი პროგრამების შესრულება, შეჯიბრზე მონაწილეობით (საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის დამტკიცებული პროგრამით);

VII ეტაპი
გოგონები-ბიჭები (10-11 წლის ასაკში და შემდგომი წლების განმავლობაში)

სპორტსმენი იმაღლებს სრიალის დონეს, ხვეწავს ყველა რთულ ნაბიჯსა და მოტრიალებას, რასაც იყენებს პროგრამაში კომპონენტების ქულების ასამაღლებლად და რითაც ასევე ართულებს ყველა ნაბიჯების ნაკრების დონეებს (I, II, III, IV). ეუფლება ყველა სამმაგ ნახტომს და კასკადებს სამმაგს ორმაგთან და სამმაგს სამმაგთან. სპორტსმენი ტრიალების დონეების ასამაღლებლად ცდილობს ყველა ტრიალში გაართულოს შესვლები და შეაქვს პოზიციებში სირთულეები.
ამ პერიოდში სპორტსმენი მონაწილეობს ნოვისების ასაკში, სანამ არ მიაღწევს 15 წელს. თუმცა 13 წლის ასაკიდან სპორტსმენს უკვე შეუძლია იუნიორთა საერთაშორისო ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა.


საკონცერტო მოსამზადებელი ჯგუფის მოთხოვნები

1. სრიალის დახვეწილი ცოდნა;
2. ქორეოგრაფია;
3. მუსიკალურობა
4. ელასტიურობა;
5. ნაბიჯების ფლობა, ყველა სამიანების შესრულება, ორივე მხარეს ჯვარედინის ფლობა წინ და უკან;
6. მერცხლების ცოდნა ორივე ფეხზე, სერპანტინზე;
7. ტრიალები (ვინტი, ჯდომ-ტრიალი);
8. ფიზიკური მომზადება;

ის ბავშვი, რომელიც დააკმაყოფილებს ზემოთ ჩამონათვალ მოთხოვნებს გადაყვანილი იქნება მოსამზადებელ საკონცერტო ჯგუფში.


სწავლება ერთ წელს ითვალისწინებს, ერთწლიანი სწავლების ბოლოს ტარდება მოსწავლეთა ტესტირება, მოსწავლეებს შეაფასებს მწვრთნელთა კოლეგია. მათი გადაწყვეტილებით მოსწავლე გადადის საკონცერტო დასში.


პროგრამის წესები და მოთხოვნები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის თანხმობით.

აჭარის ფიგურული ციგურაობის
ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: ლ. ნაკაიძე


მწვრთნელთა კოლეგია: ი. ბუტიკაშვილი
ს. ბერძენიშვილი
ლ. ჩოფიკაშვილი
ნ. ჯანჯალაშვილი

სასარგებლო ბმულები სასარგებლო ბმულები სასარგებლო ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები