ფოტო გალერეა

ოქტომბერი 2017
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ვიდეორგოლი

 

2020

გვიპოვეთ რუკაზე

თქვენ აქ ხართ: მთავარიცენტრის შესახებისტორია

მიმდინარეობს ვებ გვერდის რედაქტირება

ისტორია

ბათუმის ყინულის სასახლე გასართობ-გამაჯანსაღებელი ცენტრის სტატუსით 2007 წელს დაფუძნდა. სასახლის ეგიდით მომზადებულმა სხვადასხვა პროგრამებმა მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია არამარტო ქ. ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში, რის შედაგადაც ყინულის სასახლე გაიხსნა ზუგდიდსა და ქუთაისში.

2008 წელს ქ. ბათუმში პირველად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, სადაც ბათუმის სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას, მას შემდეგ ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება, გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წელს, პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში შეიქმნა ფიგურული ციგურაობის სინქრონული გუნდი და საკონცერტო დასი. ამავე წელს სასახლეში გაიხსნა მოსამზადებელი, სპორტული და სამოყვარულო ჯგუფები. დაარსებიდან დღემდე ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, მათ შორის გრანდიოზული შოუები, კონცერტები და წარმოდგენები. ამ პერიოდის განმავლობაში ყინულის სასახლეს სტუმრობდნენ ცნობილი მოქმედი და ვეტერანი მოციგურავეები, მოწვეული სპეციალისტების მიერ ტარდებოდა ტრეინინგ-სემინარები.

2014 წლის 31 იანვარს ბათუმში, ყინულის სასახლის ბაზაზე, შეიქმნა სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. ცენტრი ორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზისაგან შედგება. ყინულის მოედანი (სიგრძე 60მ ; სიგანე 30მ ;) და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, გათვლილი სპორტის გუნდური სახეობებისათვის, როგორიცაა: ხელბურთი, ფუტსალი, ფრენბურთი და სხვა..

ჩვენი მწვრთნელების მეშვეობით, გეძლევათ შანსი ისწავლოთ ყინულზე სრიალი, რაც მოგცემთ შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სადღესასწაულო თუ სათამაშო შოუ - პროგრამებში. ცენტრში მოქმედებს სპორტული და სამოყვარულო ჯგუფები. აქ ერთ სივრცეში გეძლევათ საშუალება, გაერთოთ და დაკავდეთ სპორტის სხვადასხვა სახეობებით.

სპორტულ - ახალგაზრდული ცენტრი გელით მეგობრებთან, კოლეგებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად.

სასარგებლო ბმულები სასარგებლო ბმულები სასარგებლო ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები