ახალ ჯგუფებში მიღება დაწყებულია

ფასდაკლება  65%

ფოტო გალერეა

ოქტომბერი 2017
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ვიდეორგოლი

 

2020

გვიპოვეთ რუკაზე

მიმდინარეობს ვებ გვერდის რედაქტირება

ქართველმა მოციგურავეებმა ბუდაპეშტის ტურნირზე ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს

anadea1-1ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა ბუდაპეშტში ახალგაზრდა მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართა. 


შესანიშნავად იასპარეზა 9 წლის ანა დეა გულბიანმა, რომელმაც თავისუფალი პროგრამით 33,94 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ვალერია რისევა (31,10) და უნგრელი ზოი გბლი (29.08) გავიდნენ.


ანა დეა ხუთი წელიწადია, ლელა ჩოფიკაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მან რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა მკერდი. 

წლეულს, თანატოლთა შორის, ტალინის საერთაშორისო ტურნირშიც ყველას აჯობა. ბუდაპეშტში ერთი წლით უფროსებსაც იოლად გაუმკლავდა.

უნგრეთის დედაქალაქში საქართველოს სპორტულ დელეგაციას ბრინჯაოს ჯილდო ილია გოგიტიძემ მოუტანა. მან 17,21 ქულით დაიკავა მესამე ადგილი. 18,88 ქულით პირველი იყო სლოვაკი ლუკას ვაკლავიკი, ხოლო უნგრელ დომინიკ ჰორტობოგის მეორე ადგილი (17,82) ხვდა.

საერთაშორისო ტურნირში კიდევ ორი ჩვენებური ცდიდა ძალებს. ნატალია ლომინეიშვილს ბრინჯაომდე 0,53 ქულა არ ეყო - 19,01 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ნადეჟდა ამელჩენკო (რუსეთი, 29,63), 2. იზოლდ-ფონ ვილოიალმშდოტირი (ისრაელი, 21,56), 3. ანა მონიდი (რუსეთი, 19,53). რაც შეეხება ინგა ფუტკარაძეს, 18,37 ქულით 25-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

- ოთხივე სპორტსმენი აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წევრია და ბათუმში ვარჯიშობს, - გვითხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა. - გულბიანი ლელა ჩოფიკაშვილთან იმაღლებს ოსტატობას, ხოლო გოგიტიძეს, ლომინეიშვილსა და ფუტკარაძეს ინგა ბუტიკაშვილი ამეცადინებს. 

ნიჭიერი სპორტსმენები არიან და ახლო მომავალში მათგან უფრო მნიშვნელოვან წარმატებებს უნდა ველოდოთ. 13 მარტს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იუნიორთა მსოფლიოს პირველობაზე მოსინჯავს ძალებს არმენ აღაიანი. 

მან ეს უფლება შარშან ლატვიისა და პოლონეთის ორ გრან პრიზე მოგროვებული ქულებით მოიპოვა. 45 მეტოქესთან მოუწევს გამკლავება. იმედია, იყოჩაღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარტნიორები

  •  turism
  •  botanikuri
  •  park
  •  gamtsvaneba
  •  virtual
  •  invest
სასარგებლო ბმულები სასარგებლო ბმულები სასარგებლო ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები
  • ბმულები