დასრულდა პროექტის ,,ეზოს ფეხბურთი'' საშემოდგომო ლიგა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. შეგახსენებთ, რომ პროექტში ,,ეზოს ფეხბურთი'' ბათუმის 10 ადმინისტრაციული ერთეულის 500-მდე ბენეფიციარი მონაწილეობდა. აღნიშნული პროექტი ორი წელია წარმატებით და დიდი პოპულარობით არსებობს დღევანდელ ქართულ სპორტის რეალობაში და სამომავლოდაც გაგრძელდება და შესაბამისად მასშტაბურ სახესაც მიიღებს. დღეს გაიმართა ფინალური მატჩები სადაც გამოვლინდა როგორც გამარჯვებული გუნდები ასევე ტურნირის საუკეთესო მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციებში,რომლებსაც სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცათ ფასიანი საჩუქრები,თასები,მედლები და სიგელები!!!

15622491 751533955020711 3349251940079681507 n